top of page

ᲡᲐᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲝ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ

შორენა 2.png

ᲨᲝᲠᲔᲜᲐ ᲡᲐᲫᲐᲒᲚᲘᲨᲕᲘᲚᲘ

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე

შორენა საძაგლიშვილი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ასევე, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი. იგი არის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის პროექტის “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” სამეცნიერო ხელმძღვანელი. ასევე, იგი არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი (2017-2021).


შორენა საძაგლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიბით; 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოგად ფსიქოლოგიაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. მისი სადისერტაციო თემაა  მშობლების აგრესიულობის როლი ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 2003 წელს დაამთავრა აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტი სოციალურ მუშაობაში სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2014-2015 წელს იყო ამერიკის მთავრობის ფულბრაიტის საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი. მან პოსტ დოქტორანტურა გაიარა ნიუ იორკის უნივერსიტეტში (2014-15), გერმანიის ფრანკფურტის საერთაშორისო პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტიში (2008), ნიდერლანდების სამეფოს განათლების ფსიქომეტრიულ კვლევით ინსტიტუტში (2008-09) და ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტში (2015).

შ. საძაგლიშვილი არის სოციალურ მუშაკთა  ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. იგი ხელმძღვანელობდა უამრავ საერთაშორისო თუ სამთავრობო პროექტს სოციალური მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის დახვეწას და განვითარებას. იგი არის  ასამდე საერთშორისო და ეროვნული სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, წიგნის, სამეცნიერო მოხსენების, თუ კვლევითი ანგარიშის ავტორი.


შორენა საძაგლიშვილს მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო მისი აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის. 1998 წელს მან მიიღო ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გამორჩეული მკვლევარებისათვის და ასპირანტებისათვის განკუთვნილი ჯილდო. იგი არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტიპენდიანტი (2001-03), აკადემიური განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (2004-07) და ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესის (ICP-2008) სტიპენდიანტი. შორენა საძაგლიშვილს აქვს სოციალური პოლიტიკის კონსულტანტის, შეფასების კონსულტანტის და კლინიკური სოციალური მუშაკის რანგში მუშაობის საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება. იგი არის საქართველოში სოციალურ მუშაობაში პირველი სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

nino passport photo (1).jpg

ᲜᲘᲜᲝ ᲨᲐᲢᲑᲔᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘ

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი

სოციალური მუშაობის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ნინო არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; სოციალურ მუშაკთა კლუბის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ნინო აქტიურ პროფესიულ საქმიანობას ეწევა საქართველოშიც და საერთაშორისო დონეზეც. ამჟამად ის არის სოციალური კეთილდღეობის საერთაშორისო საბჭოს მეორე წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; ამერიკის სკოლის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი; ამერიკის სოციალური მუშაობის მართვის ქსელის წევრი; ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის, ადღგენითი სკოლის სამუშაო ჯგუფის წევრი; ევროპის სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის ეკო სოციალური მუშაობის საინიციატივო ჯგუფის წევრი.

%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%

ᲜᲐᲗᲘᲐ ᲤᲐᲠᲪᲮᲐᲚᲐᲫᲔ

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი

ქ-ნი ნათია ფარცხალაძე არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. ნათია ჩართული იყო საქართველოში სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის დაარსებაში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ში სამაგისტრო, საბაკალავრო და სერტიფიცირების პროგრამების შექმნის დღიდან, ჩართული იყო სწავლების პროცესში.
ქ-ნ ნათიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება სოციალური მუშაობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის და ალტერნატიული ზრუნვის სფეროებში. თითქმის 10 წლის განმავლობაში, მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და ჟენევის რეგიონულ ოფისებში. ამჟამად ქ-ნ ნათია დაკავებულია დამოუკიდებელი ექსპერტული საქმიანობით. საერთაშორისო კონსულტანტის რანგში, ის მხარს უჭერს საბერძნეთის და არაბთა გაერთიანებული საემიროების იუნისეფის ოფისებსა და მთავრობებს, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმირებასა და სოციალური მუშაობის პროფესიულ განვითარებაში. ასევე, სოციალური მომსახურებების გლობალურ ალიანსში ასრულებს ტექნიკური მრჩევლის როლს.
ქ-ნ ნათიას მიღებული  აქვს სამედიცინო განათლება და სამაგისტრო ხარისხები გარემოსა და ჯანდაცვის პოლიტიკაში და სოციალურ მუშაობაში, საქართველოს, უნგრეთისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია სოციალურ მუშაობაში თემაზე „ცხოვრების ხარისხი, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის შეფასების მეთოდი.“

სალომე.jpg

ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲜᲐᲛᲘᲭᲔᲘᲨᲕᲘᲚᲘ

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი

სალომე ნამიჭეიშვილის არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი. იყო თავმჯდომარე 2008-2013 წლებში.  იგი არის სოციალური მუშაკი აქტივისტი და ერთ-ერთი პირველი კვალიფიციური სოციალური მუშაკი საქართველოში. მას მოპოვებული აქვს სოციალური მუშაობის დოქტორის აკადემური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2016) და ასევე, სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ნიუ იორკი, ამერიკა (2003).  სალომეს აქვს სოციალური მუშაობის განვითარების 13 წლიანი გამოცდილება საქართველოში, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, მენეჯმენტის, კვლევისა და პირდაპირ პრაქტიკის განხორციელებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ბავშვთა კეთილდღეობა და დაცვა, ოჯახში ძალადობა, უსახლკარობა და საცხოვრისი და სისხლის სამართალი.  იგი 2012 წელს გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო მამაც ქალთა ჯილდოს ქართველი ნომინანტი ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ქალთა თანასწორობის დასამკვიდრებლად არსებული პრაქტიკის გამოწვევის, პოლიტიკური ბარიერების რღვევის და სოციალური მუშაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის ვიცე პრეზიდენტი. სალომე აქტიურად ცდილობს სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწობას ყოფილ პოსტ საბჭოთა სივრცეში, ამასთანავე ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის როლისა და იდენტობის შესახებ კვლევით პროექტს ევროპაში.  იგი არის სოციალური მუშაობის ასისტენტ პროფესორი თსუ-ში და ამასთანავე ასწავლის სოციალურ მუშაობს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უნივერსიტეტის მიწვევით.

ია.jpg

ᲘᲐ ᲨᲔᲧᲠᲘᲚᲐᲫᲔ

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე

ია შეყრილაძე გახლავთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო ასოციაციის დირექტორი 2015 წლიდან 2016 წლამდე. ქ-ნ ია არის განათლებით ფსიქოლოგი და ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი;
მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან 2002 წელს; ასევე, გახლავთ ა.შ.შ.–ში (კალიფორნიის შტატი) ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი (LCSW), ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე თემაზე აკულტურაცია და კვებითი აშლილობები. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მრავალ საერთაშორისო  და ადგილობრივ ორგანიზაციაში, მათ შორის 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება საქართველოში  (Save the Children, EveryChild, UMCOR და მსოფლიო ბანკი), ხოლო 8-წლიანი მუშაობის გამოცდილება ა.შ.შ.–ში (Institute for Multicultural Counseling and Education Services, ლოს ანჟელესი;  Kidsave International, ლოს ანჟელესი; Federation for Employment and Guidance Services, ნიუ იორკი; Gledney Center for Adoption, ნიუ იორკი) როგორც პრაქტიკოსს, მკვლევარს, კლინიკოსს, მრჩეველს, რეგიონულ კოორდინატორსა და მენეჯერს. ასევე, ია გახლავთ მოწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში და აქვს სოციალური მუშაობის საერთაშორისო დონეზე სწავლების გამოცდილება.

female-icon-11-1_edited_edited.jpg

ᲛᲐᲠᲘᲜᲐ ᲣᲨᲕᲔᲠᲘᲫᲔ

.

.

სამეცნიერო კომიტეტი: Speakers
bottom of page