top of page

ᲛᲝᲛᲮᲡᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ

მომხსენებლები: Speakers
შორენა საძაგლიშვილი (1).jpg

შორენა საძაგლიშვილი

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, 

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი


შორენა საძაგლიშვილი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ასევე, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი. იგი არის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის პროექტის “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” სამეცნიერო ხელმძღვანელი. ასევე, იგი არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი (2017-2021). შორენა საძაგლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიბით; 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოგად ფსიქოლოგიაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. მისი სადისერტაციო თემაა  მშობლების აგრესიულობის როლი ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 2003 წელს დაამთავრა აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტი სოციალურ მუშაობაში სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2014-2015 წელს იყო ამერიკის მთავრობის ფულბრაიტის საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი. მან პოსტ დოქტორანტურა გაიარა ნიუ იორკის უნივერსიტეტში (2014-15), გერმანიის ფრანკფურტის საერთაშორისო პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტიში (2008), ნიდერლანდების სამეფოს განათლების ფსიქომეტრიულ კვლევით ინსტიტუტში (2008-09) და ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტში (2015). შ. საძაგლიშვილი არის სოციალურ მუშაკთა  ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. იგი ხელმძღვანელობდა უამრავ საერთაშორისო თუ სამთავრობო პროექტს სოციალური მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის დახვეწას და განვითარებას. იგი არის  ასამდე საერთშორისო და ეროვნული სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, წიგნის, სამეცნიერო მოხსენების, თუ კვლევითი ანგარიშის ავტორი. შორენა საძაგლიშვილს მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო მისი აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის. 1998 წელს მან მიიღო ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გამორჩეული მკვლევარებისათვის და ასპირანტებისათვის განკუთვნილი ჯილდო. იგი არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტიპენდიანტი (2001-03), აკადემიური განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (2004-07) და ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესის (ICP-2008) სტიპენდიანტი. შორენა საძაგლიშვილს აქვს სოციალური პოლიტიკის კონსულტანტის, შეფასების კონსულტანტის და კლინიკური სოციალური მუშაკის რანგში მუშაობის საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება. იგი არის საქართველოში სოციალურ მუშაობაში პირველი სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ნათია ფარცხალაძე.png

ნათია ფარცხალაძე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი,

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი


ქ-ნი ნათია ფარცხალაძე არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. ნათია ჩართული იყო საქართველოში სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის დაარსებაში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ში სამაგისტრო, საბაკალავრო და სერტიფიცირების პროგრამების შექმნის დღიდან, ჩართული იყო სწავლების პროცესში. ქ-ნ ნათიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება სოციალური მუშაობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის და ალტერნატიული ზრუნვის სფეროებში. თითქმის 10 წლის განმავლობაში, მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და ჟენევის რეგიონულ ოფისებში. ამჟამად ქ-ნ ნათია დაკავებულია დამოუკიდებელი ექსპერტული საქმიანობით. საერთაშორისო კონსულტანტის რანგში, ის მხარს უჭერს საბერძნეთის და არაბთა გაერთიანებული საემიროების იუნისეფის ოფისებსა და მთავრობებს, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმირებასა და სოციალური მუშაობის პროფესიულ განვითარებაში. ასევე, სოციალური მომსახურებების გლობალურ ალიანსში ასრულებს ტექნიკური მრჩევლის როლს. ქ-ნ ნათიას მიღებული  აქვს სამედიცინო განათლება და სამაგისტრო ხარისხები გარემოსა და ჯანდაცვის პოლიტიკაში და სოციალურ მუშაობაში, საქართველოს, უნგრეთისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია სოციალურ მუშაობაში თემაზე „ცხოვრების ხარისხი, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის შეფასების მეთოდი.“

nino passport photo (1).jpg

ნინო შატბერაშვილი

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი,

კონცერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი


ნინო შატბერაშვილი - სოციალური მუშაობის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ნინო არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; სოციალურ მუშაკთა კლუბის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ნინო აქტიურ პროფესიულ საქმიანობას ეწევა საქართველოშიც და საერთაშორისო დონეზეც. ამჟამად ის არის სოციალური კეთილდღეობის საერთაშორისო საბჭოს მეორე წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; ამერიკის სკოლის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი; ამერიკის სოციალური მუშაობის მართვის ქსელის წევრი; ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის, ადღგენითი სკოლის სამუშაო ჯგუფის წევრი; ევროპის სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის ეკო სოციალური მუშაობის საინიციატივო ჯგუფის წევრი.

სალომე.jpg

სალომე ნამიჭეიშვილი

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარე,

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი


სალომე ნამიჭეიშვილის არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი. იყო თავმჯდომარე 2008-2013 წლებში.  იგი არის სოციალური მუშაკი აქტივისტი და ერთ-ერთი პირველი კვალიფიციური სოციალური მუშაკი საქართველოში. მას მოპოვებული აქვს სოციალური მუშაობის დოქტორის აკადემური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2016) და ასევე, სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ნიუ იორკი, ამერიკა (2003).  სალომეს აქვს სოციალური მუშაობის განვითარების 13 წლიანი გამოცდილება საქართველოში, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, მენეჯმენტის, კვლევისა და პირდაპირ პრაქტიკის განხორციელებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ბავშვთა კეთილდღეობა და დაცვა, ოჯახში ძალადობა, უსახლკარობა და საცხოვრისი და სისხლის სამართალი.  იგი 2012 წელს გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო მამაც ქალთა ჯილდოს ქართველი ნომინანტი ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ქალთა თანასწორობის დასამკვიდრებლად არსებული პრაქტიკის გამოწვევის, პოლიტიკური ბარიერების რღვევის და სოციალური მუშაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის ვიცე პრეზიდენტი. სალომე აქტიურად ცდილობს სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწობას ყოფილ პოსტ საბჭოთა სივრცეში, ამასთანავე ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის როლისა და იდენტობის შესახებ კვლევით პროექტს ევროპაში.  იგი არის სოციალური მუშაობის ასისტენტ პროფესორი თსუ-ში და ამასთანავე ასწავლის სოციალურ მუშაობს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უნივერსიტეტის მიწვევით.

ია.jpg

ია შეყრილაძე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე,

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი


ია შეყრილაძე გახლავთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო ასოციაციის დირექტორი 2015 წლიდან 2016 წლამდე. ქ-ნ ია არის განათლებით ფსიქოლოგი და ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი;

მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან 2002 წელს; ასევე, გახლავთ ა.შ.შ.–ში (კალიფორნიის შტატი) ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი (LCSW), ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე თემაზე აკულტურაცია და კვებითი აშლილობები. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მრავალ საერთაშორისო  და ადგილობრივ ორგანიზაციაში, მათ შორის 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება საქართველოში  (Save the Children, EveryChild, UMCOR და მსოფლიო ბანკი), ხოლო 8-წლიანი მუშაობის გამოცდილება ა.შ.შ.–ში (Institute for Multicultural Counseling and Education Services, ლოს ანჟელესი;  Kidsave International, ლოს ანჟელესი; Federation for Employment and Guidance Services, ნიუ იორკი; Gledney Center for Adoption, ნიუ იორკი) როგორც პრაქტიკოსს, მკვლევარს, კლინიკოსს, მრჩეველს, რეგიონულ კოორდინატორსა და მენეჯერს. ასევე, ია გახლავთ მოწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში და აქვს სოციალური მუშაობის საერთაშორისო დონეზე სწავლების გამოცდილება.

დარეჯან დვალიშვილი.png

დარეჯან (დაჯი) დვალიშვილი

MSW, MD

ვაშინგტონში სენტ-ლუისის უნივერსიტეტის სოცილური მუშაობის სკოლის დოქტორანტი.


მისი კვლევის ინტერესებია სიღარიბე, ბავშვთა მიმართ ძალადობა და ოჯახის მხარდამჭერი ეკონომიკური ინტერვენციები. დარეჯანი ფლობს კოლუმბიის უნივერციტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრის დიპლომს

თინა კილაბერია.jpg

თინა კილაბერია

სოციალური სამუშაოს და სოციალური გერონტოლოგიის დოქტორი

თინა კილაბერია არის პოსტ-სადოქტორო მეცნიერ-თანამშრომელი კალიფორნიის დეივისის უნივერსიტეტში (University of California, Davis).  იგი შეისწავლის ასაკოვანი ადამიანების სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებს.  ამჟამად თინა კილაბერია მუშაობს შემდეგ პროექტებზე: ასაკოვანი ადამიანების სოციალური იზოლაცია კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში; ასაკოვან პირებზე ოჯახში მზრუნველების მხარდასაჭერად კალიფორნიის რესურსების ცენტრების მიერ განვითარებული პროგრამული და ტექნოლოგიური ინოვაციების შეფასება; რასობრივად და ეთნიკურად განსხვავებული ასაკოვანი ადამიანების და მათზე მზრუნველების გამოცდილება; და ასაკოვანი ადამიანების ფინანსური ექსპლუატაცია. თინა კილაბერია არის მინესოტას უნივერსიტეტის (University of Minnesota – Twin Cities) სოციალური სამუშაოს და სოციალური გერონტოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული.  იგი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში.

ინგა საითაძე.jpg

ინგა საითაძე

Ph.D., MPhil, MSW,

გახვლავთ მოწვეული ასისტენტ პროფესორი ნიუ იორკის სითი უნივერსიტეტის სილბერმანის სიციალური სამუშაოს სკოლაში.

ინგა ფლობს ვაშინგტონში სენტ-ლუისის უნივერსიტეტის სოცილური სამუშაოს სკოლის სოციალური სამუშაოს მაგისტრის ხარიხს და  ასევე, ნიუ იორკის  სითი უნივერსიტეტის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დოქტორის ხარისხს. ინგა საითაძის კვლევის ინტერესები უკავშირდება რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ადრეულ განვითარებას, მათ ოჯახურ გარემოსა და მშობლის როლს ბავშვების  განვითარებაში. ასევე, ადრეულ ინტერვენციებს რომლებიც აძლიერებენ და ხელს უწყობენ ბავშვის ადრეულ განვითარებას და ოჯახის გაძლიერებას.

IMG_0363.jpg

ანა სეხნიაშვილი

სოციალური მუშაკი


განათლება:

2016-2018 - სოციალური მუშაობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2019-2020 - სოციალური მუშაკი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

2020-დღემდე - სოციალური მუშაკი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

18671691_1478626108854426_34599017968429

გიორგი მინასოვი

სოციალური მუშაკი

განათლება:

2009-2013 - სოციალური მუშაობის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2017-2018 - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ინდოეთის იურისტთა საზოგადოების საერთაშორისო ერთწლიანი პროგრამა „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“; 2020 -  კოლუმბიის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება; 2021-2022 - საზოგადოებრივი ჯანდაცვა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მავნე ნივთიერებების მოხმარების მიმართულებით, ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამა „ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში“ (Virginia Commonwealth University / VCU)

სამუშაო გამოცდილება:

2014 - სოციალური მუშაკი, შპს „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სტაციონარულ განყოფილება და მობილური ფსიქიატრიული დახმარების გუნდი; 2015-2017 - ადამიანის უფლებათა ტერენერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი; 2016-დღემდე - ხარისხის კონტროლი, „სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი ურანტი“ ; 2016-დღემდე - კლინიკური სოციალური მუშაკი, „სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი ურანტი“-ს სტაციონარში მოქმედი მულტიდისციპლინარული გუნდი; 2019-2020 -  ფსიქოსოციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა სამსახურებრივი სუპერვაიზერი, „EMC ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; 2019 წლიდან-დღემდე - აქტიურად არის ჩართული ააიპ „ორმაგი დიაგნოზების მართვის ცენტრის“ საქმიანობებში;

2020 წლიდან-დღემდე -  აღმასრულებელი დირექტორი, ააიპ „ორმაგი დიაგნოზების მართვის ცენტრი“.

თეა გველესიანი.jpg

თეა გველესიანი

ფსიქოლოგიის დოქტორი

განათლება:

2013 – 2019   - ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობა, სადოქტორო პროგრამა. (ფსიქოლოგიის დოქტორი). 1989 – 1994   - ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობა (დიპლომი).


სამუშაო გამოცდილება:

2013  - დღემდე -  ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკ.-ტი, შრომისა და ორგანიზაციის ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი. 2020 თებერვალი – 2021 იანვარი - შპს „გორგია“, ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტი, HR მრჩეველი; 2008 - დღემდე - ბიზნეს კარიერის სკოლა, ადამიანური რესურსების მართვის კურსი, ქვეკურსი: მრავალფეროვნების მართვა ორგანიზაციაში;  პედაგოგი.

2006 -  დღემდე - ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის პიარსკოლა,ქვეკურსი: ეფექტური კომუნიკაცია; პედაგოგი. 1999 - 2019  - ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები საქართველო“, ტრენერ-კონსულტანტი; ძირირთადი მოვალეობები: ტრენინგის დაგეგმვა და განხორციელება, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებისთვის შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პერსონალის მართვა, საჯარო გამოსვლა, სერვის პლუსი, კონფლიქტების მართვა, ფასილიტაცია, ადვოკატირება, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, მართვა.

IMG_20210514_111114.jpg

ლალი კაშია

სოციალური მუშაობის მაგისტრი

განათლება:

2018-2020 - სოციალური მუშაობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2014-2020 - სოციალური მუშაკი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სამტრედიის რაიონული განყოფილება. 2020-დღემდე - სოციალური მუშაკი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის სამტრედიის რაიონული წარმომადგენლობა

IMG_20210515_184825_677.jpg

მარიამ გოგლიჩიძე

სოციალური მუშაობის მაგისტრი

განათლება:

2014-2018 - ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2018-2020 - სოციალური მუშაობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2017 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ცენტრი; 2019 - სპეციალური საგანმანათლებლო პირის ასისტენტი, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა; 2021 - სოციალური მუშაკი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; 2021 წლიდან-დღემდე - სოციალური მუშაკი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი

47390849_1936019906505967_86852122223491

მარიამ სულამანიძე

სოციალური მუშაკი

განათლება:

2011 – 2015 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მუშაობა, ფსიქოლოგია; 2015 – 2017 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, სოციალური მუშაობის მაგისტრი.


სამუშაო გამოცდილება:

2021 წლიდან დღემდე კოორდინატორი, ორბელიანი - საქართველო; 2021 წლიდან სტრატეგიული პარტნიორობის კოორდინატორი, თანაბარი ჩართულობის ცენტრში; 2020-2021 მიმართულების კოორდინატორი მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის; 2020 წელი პროექტის ასისტენტი ბავშვთა ფონდი საქართველოში; 2020 წელი ოჯახის მხარდამჭერთა მენტორი, World Vision Georgia; 2019- 2020 სტრატეგიული პარტნიორობის კოორდინატორი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი; 2017-2019 პროექტის ასისტენტი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი; 2015-2017 კოორდინატორი საქველმოქმედო ფონდი "ჩემი სახლი"

foto1.jpg

ნინო იობაშვილი

სოციალური მუშაობის მაგისტრი


განათლება:

2017-2019 - სოციალური მუშაობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2009-2017 - სოციალური მუშაკი, ააიპ „ინდიგო”; 2011-2016 - უფროსი სოციალური აგენტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი; 2016-2020 - სოციალური მუშაკი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020-2021 - უფროსი სოციალური მუშაკი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; 2021-დღემდე - -მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების უფროსის მოადგილე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრი

FB_IMG_1621098990920.jpg

ნინო კვანტალიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალური მუშაობის მაგისტრანტი


განათლება:

პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, მაინორი -  სოციალური მუშაობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2019-2020 - პოლონეთის სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2020-დღემდე - სოციალური მუშაობის მაგისტრანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

foro-ნინო მეგრელიშვილი.jpg

ნინო მეგრელიშვილი

სოციალური მუშაობის მაგისტრი

განათლება:

2016-2018 - სოციალური მუშაობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2008 - ცხელი ხაზის ოპერატორი ოჯახში ძალადობის მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული  გორის გენდერული თანასწორობის რესურს–ცენტრი; 2016 - დამფუძნებელი, ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივები საზოგადოების ინტერესებისათვის“ ; 2019-დღემდე - დასაქმების კონსულტანტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC)

რუსუდან ასათიანი.jpg

რუსუდან ასათიანი

სოციალური მუშაობის მაგისტრი, დოქტორანტი

განათლება:

1997 - 2001 წლებში სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2006 წლიდან სწავლობდა ფოტოჟურნალისტიკას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2017-2019 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის მიმართულებით. 2021 წლიდან რუსუდანი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი სოციალური სამუშაოს მიმართულებით, სადაც მისი საკვლევი თემაა საქართველოს რეგიონული განვითარების ხელშეწყობა სათემო მობილიზაციის გზით.

სამუშაო გამოცდილება:

2009 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობს დიგიტალიზაციის მიმართულებას.  საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იგი არის ღირსების ორდენის კავალერი. 

მარიკა ტყეშელაშვილი.png

მარიკა ტყეშელაშვილი

სოციალური მუშაობის მაგისტრი


განათლება:

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბაკალავრიატი; სამართალმცოდნეობა; 2007-2011 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მაგისტრატურა; სოციალური სამუშაო; 2017 – 2019წწ.


სამუშაო გამოცდილება:

2012 – 2014 წწ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“; ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ თემში; 2015 – 2020 წწ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური; ახალგაზრდული მუშაკი; 2021 წ - დღემდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური;  სოციალური მუშაკი;

female-icon-11-1.jpg

ირინა პეტროვა

სოციალური მუშაობის მაგისტრი

განათლება:

2018-2020 სოციალური მუშაობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამუშაო გამოცდილება:

2017-2018 წლებში მუშაობდა ბავშვთა ადრეული განვიტარების სპეციალისტად, ა/ო"ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა". 2016 წლიდან დღემდე შიდა ქართლის რეგიონის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი, სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო ცენტრი. 2015-2016 წლებში მუშაობდა სსიპ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, ფსიქოლოგის პოზიციაზე.

დავით ქევხიშვილი.jpg

დავით ქევხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი


განათლება:

2015-2019 სოციალური მუშაობის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  2019-2021 სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2019 წლის თებერვალი-ივნისი Erasmus+ Exchange Programe- ოლომოუცის, პალაცკის უნივერსიტეტი - ქრისტიანული სოციალური მუშაობის პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:

ორგანიზაცია ‘’ხელი ხელს’’; ორგანიზაცია ‘’ახალი გზა’’; მერიის მუნიციპალური თავშესაფარი; პრობაციის ეროვნული ბიურო; ბავშვის განვითარების ინსტიტუტი;

თემი ქედელი ქ. სიღნაღი; კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ; თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი

Screenshot 2021-05-25 010602.jpg

ნინო კაციტაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

განათლება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოცილური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა, მაინორი-ფსიქოლოგია - 2015-2019 წლები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამა - 2019 წლიდან - დღემდე. 2019 წლის თებერვალი-ივნისი Erasmus+ Exchange Programe- ოლომოუცის, პალაცკის უნივერსიტეტი - ქრისტიანული სოციალური მუშაობის პროგრამა.


სამუშაო გამოცდილება:

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, თბილისის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს სოციალური მუშაკი - 2020 წლის დეკემბრიდან - დღემდე

ინა ფურცხვანიძე.jpg

ინა ფურცხვანიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

განათლება

1999-2006წ  ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2019-2021 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი; გავლილი აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ქცევითი თერაპიის, ბავშვის ფსიქოლოგიის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნეირომეცნიერების საფუძვლების, ტრენერთა გადამზადებისა და ზოგად ფსიქოლოგიაში სასერთიფიკატო კურსი.


სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე ადამინური რესურსების მართვის მენეჯერი/ ფსიქოლოგი; 2018 – 2020 წწ.  ფილიალის მენეჯერი / ფსიქოლოგი საბავშო ბაგა-ბაღი "ნევერლენდი"; 2016 -2021წწ. ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღი ნევერენდი. 2007-2008 წწ. ფსიქოლოგი -საბავშო ბაღი “A B C “ 2006 - .2007 წწ. ფსიქოლოგი-ლაბორანტი, მეხსიერების კლინიკა.

მართა სვანიძე.jpg

მართა სვანიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

განათლება:

2014-2018 ბაკალავრი სოციალური მუშაკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2019-2021 სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2019 წლის თებერვალი-ივნისი Erasmus+ Exchange Programe- ოლომოუცის, პალაცკის უნივერსიტეტი - ქრისტიანული სოციალური მუშაობის პროგრამა.


სამუშაო გამოცდილება:       

თერაპიის სახლი - კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ; თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი; თემი ქედელი ქ. სიღნაღი.

კესო კეკელია.jpg

კესო კეკელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი


განათლება:

ბაკალავრი 2014-2018 წწ. დაამთავრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობა ქართული ფილოლოგია.  2019 წ.-დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი სოციალური მუშაობის მიმართულებით.


სამუშაო გამოცდილება:

2019 წელი - „შოსტაკის თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი“; 2021 წელი - „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“; 2021 წელი- „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი“; ამჟამად კი პრაქტიკას გადის „სოციალური თერაპიის სახლში“.

ნინო სიმსივე.jpg

ნინო სიმსივე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

განათლება:

2011-2015 მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში; 2020- 2022 სოციალური მუშაობის მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება

2021.04-დან - დღემდე პრაქტიკანტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი; 2021.04.19 - 2021.04.29 პრაქტიკა - თემი ქედელი; 2020.10-2021.01 პრაქტიკა - საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა.

ეთერ ფალელიშვილი.jpg

ეთერ ფალელაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

განათლება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი სოციალური მუშაობის მიმართულებით. ეთერი ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია (2013-1017 წწ) ისტორიკოსისა და ფსიქოლოგიის სპეციალობით.


სამუშაო გამოცდილება:

„საქართველოს კარიტასი“, „შოსტაკის სამკურნალო პედაგოგიკის ცენტრი“, „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი“. ამჟამად კი პრაქტიკას გადის ილიას სახელმსიფო უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში, რომლის ფარგლებშიც ეუფლება პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სოციალურ პედაგოგიკაში.

ლია ასანიშვილი.jpg

ლია ასანიშვილი

სოციალური თერაპევტი

განათლება: 

უმაღლესი - თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ.-ის სახელწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით. 

საკვალიფაკიო თეორიული კურსები, პრაქტიკა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები: პრაქტიკები და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპის სოციალ-თერაპიულ დაწესებულებებში (შვეიცარია, ნორვეგია, გერმანია, ჩეხეთი, უნგრეთი) - 2000 წ.-დან-დღემდე; პოსტ/საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ქსელი (2006-2020 წ.წ., საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდავეთი, რუსეთი ყირგიზეთი); კონფერენციები შშმპ-თა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით (CORDAID, პოლონეთი, საქართველო, ჰოლანდია)

სამუშაო გამოცდილება:


სამუშაო ადგილი:   სოციალ.თერაპევტი - „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ – 1994 წ.-დან დღემდე; კავშირთან არსებული საკვალიფიკაციო კურსების და პრაქტიკის ხელძღვანელი; საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა პრაქტიკის ხელმძღცაველი (თსუ, ილიაუნი, სეუ)- 2000 წ.-დან - დღემდე; კავშირთან არსებული ინტეგრირებული თეატრის ხელმძღვანელი - 2001 წ-დან დღემდე; „დღის ცენტრით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი - 2015 წ-დან  - დღმდე; საქართველოში მოღვაწე შშმპ-თა მომსახურების ცენტრების და ინიციატივების კონსულტანტი - 2002 წ-დან დღემდე; ტრენერი/ კონსულტანტი  ზრდასრულ შშმპ-თა საკითხებში (როგორც არასამთავრობო, ასევე კოალიციური და სამთავრობო სტრუქტურებისთვის) - 2002-წ-დან დღემდე;  „სოციალურ თერაპიული სემინარის“ წარმომადგენელი საერთაშორისო ანთროპოსოფიულ საკვალიფიკაციო სივრცეში (SET-NET) – 2004 წ-დან - დღმდე; სახალხო დამცველის ოფისთან არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგ/კონსულტანტი - 2007/2008 და 2010 წ.წ.; სამაჩაბლოდან ლტოლვილთა დახმარების პროგრამის ფსიქოლოგ/კოსულტანტი - 2008-2009 წ.წ.

მარინა შოსტაკი.jpg

მარინა შოსტაკი

თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის ხელმძღვანელი

განათლება:

სწავლობდა ქ. ლენინგრადში, გერცენის სახელობის უნივერსიტეტში დეფექტოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა თბილისის დამხმარე სკოლაში ლოგოპედად.

დაიცვა დისერტაცია ქ. მოსკოვის დეფექტოლოგიის ინსტიტუტში, რის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების საქართველოს რესპუბლიკური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების კათედრაზე. მიიღო დოცენტის და შემდგომ პროფესორის წოდება.

სამუშაო გამოცდილება:

კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში, სადაც აგრეთვე იყო სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე დეფექტოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად კითხულობდა ლექციებს ქ. თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1991 წელს დააარსა თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, რომელიც თავის თავში დღემდე მოიცავს სამკურნალო-პედაგოგიურ სკოლას, სამკურნალო-პედაგოგიურ საბავშვო ბაღს, შშმ პირთა დღის ცენტრს, მკურნალ პედაგოგთამომზადების დამატებითი განათლების ფაკულტეტს და განვითარებაში დარღვევების მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის სხვა მიმართულებებს. ცენტრი აღიარებულია და აქვს სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის განათლების საერთაშორისო საბჭოს (კასელი, გერმანია) ლიცენზია. არის სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის საერთაშორისო წრის (დორნახი, შვეიცარია) წევრი. არის თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

მაგდა მოდებაძე.jpg

მაგდა მოდებაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

განათლება:

2020 მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. 2020 წელს სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე.


სამუშაო გამოცდილება:

პრაქტიკას გადის, როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში. ამასთანავე, მუშაობს, როგორც ახალგაზრდული მუშაკი და იკვლევს, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში ახალგაზრდების საჭიროებებს და ახორციელებს მათ ინეტერესებზე მორგებულ აქტივობებსა და  პროგრამებს.

ქეთევან ბირკაძე.jpg

ქეთევან ბირკაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

2019 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.  სწავლის პარალელურად მუშაობდა და გადიოდა სტაჟრებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. აღნიშნული პრაქტიკებიდან გამომდინარე დაეუფლა, ქცევის მართვის ტექნიკებს, სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მახასიათებლებს.  სწავლის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

 2020 წელს მაგისტრატურაზე სწავლა გააგრძელა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამაზე.

ქეთევან მაყაშვილი.png

ქეთევან მაყაშვილი

ნეირო და კლინიკური ფსიქოლოგი


განათლება:

1980 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი ნეირო და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 1981 წლიდან მუშაობდა უზნაძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ფიქსირებული განწყობის თავისებურებები პერვაზიული დარღვევის მქონე ბავშვებში“.

სამუშაო გამოცდილება:

1987-99 წლებში ხელმძღვანელობდა ბავშვებში ფსიქიკური განვითარების დარღვევების კვლევით ლაბორატორიას ინსტიტუტში და სკოლისა და პოლიკლინიკის ფსიქოლოგიურ სამსახურებს. 1997-2007 წლებში მუშაობდა საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელ გუნდებში: „ინვალიდ ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელთა ფსიქო-სოციალური და ემოციური ზრდისათვის“ (UNICEF), „უმაღლესი განათლებისა და სოციალური ზრუნვის რეფორმა“ (TEMPUS). გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგის საერთაშორისო პროგრამები: სკრენტონის უნივერსიტეტში (აშშ) „საგანმანათლებლო და სოციალური ინკლუზია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის“; ვილნიუსის უნივერსიტეტში “ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა; კატანიის სუპერვიზიის ინსტიტუტში (გერმანია) „კლინიკური სუპერვიზია“. 1989 წლიდან ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფსიქოლოგიისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტმა, სკრენტონის უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე, 2003 წელს ჩამოაყალიბა განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში TUNING-ის მეთოდოლოგიით მოამზადა საბაკალავრო მოდულები „აუტიზმი“ და „ინკლუზიური განათლება და დასაქმება“. იყო განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას „სკოლის ფსიქოლოგი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი“. არის მეთოდური სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სამოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ლალი ხანდოლიშვილი.jpg

ლალი ხანდოლიშვილი

სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის დამფუძნებელი

განათლება:

1991-1995 ხელოვნების აკადემია. საგუნდო სადირიჟორო განყოფილება. გუნდის დირიჟორი, საგუნდო კლასის პედაგოგი, ფოლკლოროსტი. 2000-2003 ბაზისური კურსი სოციალურ-თერაპიაში (კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ მზრუნველობას რომ საჭიროებენ). 2003  მოკლე სემინარული კურსი მუსიკის თერაპიაში (Scorlewald NL). 1999 წლიდან სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის - თემი ქედელის დამფუძნებელი.

სამუშაო გამოცდილება:

1985-1990 სიღნაღის კულტურის სახლი.  ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი; 1986-1996 სიღნაღის საშუალო სკოლა მუსიკის პედაგოგი; 1990-2000 სიღნაღის ხელოვნების კოლეჯი. საგუნდო კლასისი პედაგოგი, გუნდის დირიჟორი; 1998-2000 თბილისის სოციალური თერაპიის სახლი. მუსიკა თერაპიის ხელმძღვანელი; 2001-ბელგიის საცხოვრებელი ერთობა Widar; 2010-2017 - სარეაბილიტაციო ცენტრი ,, Quinta Essentia’’ ჰოლანდია; 1999-2021 სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის დამფუძნებელი, დირექტორი.

bottom of page