top of page
ლოგოები3.png

კონფერენციის ორგანიზატორები

  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) - ორგანიზაცია 2004 წელს დაარსდა და მისი მისიაა მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვა და სოციალური მუშაობის პროფესიისა და პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან და აკადემიასთან.


  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი. სამაგისტრო პროგრამა დაფუძნდა 2007 წელს და ჰყავს 150 მდე კურსდამთავრებული. სადოქტორო პროგრამა, როგორც დამოუკიდებელი სოციალური მუშაობის პროგრამა დაფუძნდა 2020 წელს და მასში სწავლობს 5-მდე დოქტორანტი. სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტის ფარგლებში. ცენტრში მუშაობენ მკვლევარი სოციალური მუშაკები. ცენტრის მისიას წარმოადგენს სოციალური მუშაობის მეცნიერების პოპულარიზაცია. ამჟამად, კვლევით ცენტრს აქვს ორი პროექტი. პროექტი, რომელიც ეხება ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებს, ემსახურება ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდებისთვის აივ-შიდსის სარისკო ქცევების შესამცირებლად პრევენციული ინტერვენციული პროგრამის განვითარებას (2017-2021). პროექტი თანამშრომლობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლასთან (University of Chicago Crown Family School of Social Work, Policy, and Practice). მეორე პროექტის ფარგლებში (2019-2021) მიმდინარეობს პრაქტიკის მოდულის პილოტირება, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეფექტური სოციალურ მუშაობის მეთოდების დანერგვას. ეს პროექტი ხორციელდება ნორვეგიის რუდოლფ შტაინერის საუნივერსიტეტო კოლეჯთან ერთად (Rudolf Steiner University College), რომელთანაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის ორგანიზატორები: Text

ᲡᲐᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲝ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲘ

საორგანიზატიო კომიტეტი შედგება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) თანამშრომლებისგან.

შორენა 2.png

ᲨᲝᲠᲔᲜᲐ ᲡᲐᲫᲐᲒᲚᲘᲨᲕᲘᲚᲘ

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

PHD, MSW, პროფესორი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

ქეთი.png

ᲥᲔᲗᲔᲕᲐᲜ ᲒᲘᲒᲘᲜᲔᲘᲨᲕᲘᲚᲘ

საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე

დოქტორანტი; სოციალური მუშაობის მაგისტრი.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი;

გური 2.png

ᲒᲣᲠᲐᲜᲓᲐ ᲗᲔᲗᲠᲐᲫᲔ

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

MA Child Development
სოციალური მუშაობის მაგისტრი
პროექტის მენეჯერი; ტრენერი.

ნინა.png

ᲜᲘᲜᲝ ᲢᲐᲑᲘᲫᲔ

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

სოციალური მუშაობის მაგისტრი;
პროექტის მენეჯერი; ტრენერი.

ირმა.png

ᲘᲠᲛᲐ ᲑᲔᲑᲔᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘ

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი 

სოციალური მუშაობის მაგისტრი
პროექტის კოორდინატორი; ტრენერი

თეონა.png

ᲗᲔᲝᲜᲐ ᲒᲝᲪᲘᲠᲘᲫᲔ

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

დოქტორანტი; სოციალური მუშაობის მაგისტრი;
ტრენერი; ასოცირებული მკვლევარი.

ქეთევანი.png

ᲥᲔᲗᲔᲕᲐᲜ ᲚᲔᲙᲘᲨᲕᲘᲚᲘ

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი 

სოციალური მუშაობის მაგისტრი;
წევრებთან ურთიერთობის კოორდინატორი; ტრენერი.

კონფერენციის ორგანიზატორები: Speakers
bottom of page