top of page

კონფერენციის სტრუქტურა, თემები და ფორმატი

კონფერენცია შედგება ოთხი ნაწილისაგან:

კონფერენციის პირველ ნაწილში  გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “სოციალური მუშაობის სამეცნიერო კვლევის მთავარი მახასიათებლები”, რომელზეც მოწვეული იქნებიან დღეს საქართველოში მეცნიერების დარგში მომუშავე პროფესორები, ასევე, საერთაშორისო უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი მეცნიერები/დოქტორანტები სოციალური მუშაობის მიმართულებით. დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბდება სოციალური მუშაობის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მახასიათებლები. მომავალში ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამების მიერ.


მეორე ნაწილი კი, დაეთმობა სოციალური მუშაობის სხვადასხვა მიმართულების სამი ტიპის კვლევის განხილვას:

(1) კვლევითი ნაშრომები

(2) თეორიული ნაშრომები

(3) კრიტიკული საუკეთესო პრაქტიკა.   


კონფერენეციის მესამე ნაწილი დაეთმობა ვორკშოფს. ვორკშოფის თემა მოგვიანებით გახდება ცნობილი.


კონფერენციის მეოთხე ნაწილი კი, მიეძღვნება სოციალური მუშაობის პრაქტიკის მოდულის “სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში” დანერგვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით ( “Building bridges - development of practice based higher education in social pedagogy as a tool for social reforms and inclusion of persons with disabilities in Armenia, Georgia, Kyrgyzstan and Norway” - CPEA-LT-2017/10043). კონფერენციის ამ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ნორვეგიელი კოლეგები. მოხსენებები მიეძღვნება როგორც ახალი მოდულის დანერგვის საკითხებს, ასევე სოციალური მუშაობის ეთიკის და პრაქტიკის ურთიერთმიმართებას. ამავე დღეს, გაიმართება დახურული ვორკშოპი, სადაც პროექტის შედეგებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის მასწავლებლები, სტუდენტები, ბენეფიციარები და მათი მხარდამჭერები.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველებს ვიწვევთ, შემოიტანონ ინდივიდუალური მოხსენებები (აბსტრაქტები), რომლებიც გაერთიანდება ქვემოთ დასახელებული თემების ირგვლივ:


სოციალური მუშაობის პრაქტიკა რომელიც მოიცავს მიკრო, მეზო და/ან მაკრო დონეებს:

  • ბავშვთა კეთილდღეობა (მათ შორის მოზარდთა და ახალგაზრდების განვითარება) (კოდი T1)

  • ბავშვთა მიმართ ძალადობა (მათ შორის შრომითი ექსპლუატაცია) (კოდი T2)

  • სოციალური მუშაობა განათლების სისტემაში (კოდი T3)

  • შეზღუდული შესაძლებლობები (პირები, ბავშვები), (კოდი T4)

  • ჯანსაღი ცხოვრება და გერონტოლოგია (კოდი T5)

  • პალიატიური ზრუნვა (კოდი T5)

  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა (კოდი T6)

  • დანაშაული, სისხლის სამართალი და სოციალრი მუშაობა(კოდი T7)

  • აღდგენითი მართლმსაჯულება (კოდი T8)

  • გენდერული საკითხები (მათ შორის გენდერული იდენტობა, უმცირესობებთან მუშაობა ა.შ) (კოდი T9)

  • ქალთა და ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა (კოდი T10)

  • ოჯახში ძალადობა (კოდი T11)

  • წამალდამოკიდებულება (კოდი T12)

  • ემიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები (კოდი T13)

  • დასაქმება და დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, (კოდი T14)

  • სოციალური ადვოკატობა, სისტემების შეფასება და ცვლილებების ადვოკატობა (კოდი T15)

  • მომსახურებების გაუმჯობესებაზე მუშაობა,(კოდი T16)

  • სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით სოციალური მუშაობა (კოდი T17)

  • ჯგუფებთან და/ან თემთან მუშაობა (კოდი T18)

  • ორგანიზაციებთან მუშაობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა მომსახურების მიმღებთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის (კოდი T19)

  • სიღარიბე და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა (კოდი T20)

  • საერთაშორისო სოციალური მუშაობა და გლობალური საკითხები (კოდი T21)

  • მდგრადი განვითარება, ურბანიზაცია და გარემოსდაცვითი სამართლიანობა (კოდი T22)

მნიშვნელოვანია:

  • სამივე ტიპის განაცხადში მთავარი ფოკუსი გაკეთდეს იმაზე, თუ  რა ცვლილებები მიიღეთ (ან შესაძლოა მიიღოთ) კვლევის შედეგად მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე. ზოგადად, როგორ შეიძლება კვლევის შედეგების გავრცელება და/ან სოციალური ცვლილებების დანერგვა.


  • შეგიძლიათ, თავად კვლევის მონაწილეების, პარტნიორების და სხვა მონაწილე პირების თანა მომხსნებლად წარდგენა. ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის თქვენს პრეზენტაციას. თეორიული ნაშრომების წარდგენის დროს, კარგი იქნება კრიტიკული რეფლექსია იმაზე, ამ თუ იმ კვლევას როგორ შეუძლია სოციალური ცვლილების მიღწევა. ასევე, თეორიული განაცხადები შესაძლოა შეეხებოდეს იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი კვლევის მონაწილეების უკეთ ჩართვა და დაინტერესება, ასევე, კვლევის შედეგების გავრცელების როგორი მეთოდები იძლევა მაქსიმალური სოციალური ზეგავლენის მიღების შესაძლებლობას? სოციალური მუშაობის მკვლევრებს როგორ შეუძლიათ სოციალურ პოლიტიკაზე ზეგავლენა ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში? და ა.შ.


კონფერენციის აბსტრაქტები დაიბეჭდება აბსტრაქტების კრებულში.  აბსტრაქტების კრებულს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მას მიენიჭება ISBN -ის კოდი.


------------------------------------------

აბსტრაქტების დასაწერად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: გზამკვლევი მომხსენებელთათვის

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული



კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom - ის პლატფორმის გამოყენებით.  Zoom-ის აპლიკაციის გადმოსაწერათ გადადით ბმულზე: https://zoom.us/download

სტრუქტურა, თემები, ფორმატი: News
bottom of page